საჰაერო გადაზიდვა

საჰაერო გადაზიდვა

ავია გადაზიდვების მომსახურება

ჩვენი ექსპერტები მომხმარებლებს ტრანპორტირების სერვისებს მთელ მსოფლიოში სთავაზობენ. საჰაერო ტვირთი იყოფა რამოდენიმე დონედ, მიტანის დროის, გზის, ჩაბარების და ფასის მიხედვით. აქედან გამომდინარე, მარტივია, კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების ასრულება.


ჩვენს მიერ საჰაერო გადაზიდვების პროდუქტის დაყოფა ხდება მომსახურების დონეების მიხედვით, ანუ პაკეტებად, რომლებიც გთავაზობთ მიწოდებისათვის საჭირო სხვადასხვა დროს, გეგმას, პროცედურებსა და ფასებს; აღნიშნული მომხმარებელს უადვილებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შერჩევას. საერთაშორისო ავიაგადაზიდვები ტვირთის გადასატანად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველაზე სწრაფი საშუალებაა. კომპანია „თეზი“ გთავაზობთ ავიაგადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სხვადასხვა ავიაკომპანიების დახმარებით. ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ თქვენი ტვირთის გადაზიდვა „კარიდან-კარამდე“.


კომპანია „CRL“ ავიაგადაზიდვებს უზრუნველყოფს, როგორც რეგულარული, ასევე ჩარტერული რეისებით ნებისმიერი მსურველისათვის (იქნება ეს კომპანია, თუ ფიზიკური პირი). სხვადასხვა წამყვან ავიაკომპანიებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი ფასდაკლებები მათ მომსახურებებზე. ეს კი საშუალებას გვაძლევს კლიენტს შევთავაზოთ მომსახურების სარფიანი ტარიფები. ჩვენ ვუზრუნველყოფთ გადაზიდვების პროცესში წამოჭრილ ნებისმიერი საკითხის ოპერატიული გადაწყვეტას.

TOP