კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ


საქონლისა და საგნების გაცვლა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადამიანების, ასევე ქვეყნების კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი ეყრდნობა საექსპორტო საქონლის წარმოებას. საიმპორტო და საექსპორტო ოპერაციების დროულობა და ხარისხი, ისევე როგორც მათი ტრანსპორტირება, დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის წარმატებაში.

“CRL” დინამიური ზრდის მაგალითია და მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი მოცულობისა და წონის ტვირთის ტრანსპორტირებას. ჩვენ ასევე ვთავაზობთ მომხმარებლებს არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთის გადაადგილებას გზით, რკინიგზით, წყლით ან საჰაერო გზებით. ჩვენი მომხმარებლები წარმოადგენენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს, რითაც საშუალება გვეძლევა რომ გავაანალიზოთ და გამოვიმუშავოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური სერვისები.

“CRL” შედგება პროფესიონალებისგან, რომლებმაც სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისას ან მათთან თანამშრომლობისას მიიღეს.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

“CRL”-ის მმართველობა, საქმიანობისა და სერვისების შესრულებისას დიდ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს ფაქტორებს. უფრო მეტიც, მათ დაცულობასა და გაუმჯობესებაზე მიმართულია არაერთი აქტივობა

TOP